ომის მეორე ფაზა უკრაინაში - 56-ე დღე


უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება - ომის 56-ე დღეს საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში მასირებული შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ფრონტის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები. ვრცელდება ცნობა, რომ გასული დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის ათი თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 ტანკი, 28 ჯავშანმანქანა, ერთი ფრთოსანი რაკეტა, „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს. ასევე ცნობილი ხდება, რომ დღეს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან