ომის მეორე ფაზა უკრაინაში - 56-ე დღე
მარიუპოლიდან დღეს ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება. როგორც უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშუკი წერს, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ადგილობრივი დროით 14 საათიდან იგეგმება. არსებობს წინასწარი შეთანხმება ქალაქიდან ექვსი ათასი ადამიანის გაყვანასთან დაკავშირებით. ამასთან, მარიუპოლის მერის მონაცემებით, ქალაქში დარჩენილია 100 ათასამდე მცხოვრები. ქალაქის მერი ადგილობრივებს ზაპოროჟიეში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი ინტენსიური შეტაკებები გრძელდება, ღამით საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში მასირებული შეტევა დაიწყეს. ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები. ვრცელდება ცნობა, რომ გასული დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის ათი თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 ტანკი, 28 ჯავშანმანქანა, ერთი ფრთოსანი რაკეტა, „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მეორე ფაზა უკრაინაში - 56-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ გიორგი ანთაძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეორე ფაზა უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 20 აპრილი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ფაზა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების 55-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკის ცენტრალური დაზვერვის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster