შეხვედრა სპეციალური საჭიროების მქონე პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან
14 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ა. ფურცელაძის 1), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, სპეციალური საჭიროების მქონე პირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი. ღონისძიებას სპეციალური საჭიროების მქონე პირების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის კულტურის სფეროს თანაბარი ხელმისაწვდომობის და ადაპტირებული გარემოს შექმნის მექანიზმები. სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა საზოგადოებას ასევე გააცნეს ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და აქტივობები. განიხილეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებიც. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამეგრელოში მენტორობის პროგრამის განვითარების შესახებ სამუშა...
Radio Atinati
მერიის სოციალური პროგრამების კომისიებში 2-2 წევრი საზოგადოებ...
Radio Atinati
„არცერთი მოსწავლე სკოლის გარეთ"
ტელეკომპანია თანამგზავრი
შეხვედრა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან
TV 25
შშმ პირთა საჭიროებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობას ოთხი მიმართულებით გეგ...
Radio Atinati