ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.
ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. კერძოდ, მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. რეფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის 1 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. გარდა ამისა, ფუნდამენტური რეფორმა მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადების სამკურნალო ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს.
„დღეს პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომა შედგა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყების შესახებ იმ კონცეფციის და გზამკვლევის საფუძველზე, რაც 1 წლის განმავლობაში მზადდებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით. რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ის გააუმჯობესებს ხარისხსა და ხელმისაწვდომობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე. რეფორმის მიმართულებები მოიცავს ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, არაგადამდები დაავადებების მართვას , როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა.
პირველადი ჯანდაცვა უნდა გახდეს და იქნება საყრდენი ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებს . ეს არის მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების ამოცანების მისაღწევად 2030 წლის ბოლომდე.
რეფორმის ეტაპები დღეიდან დაიწყება, თუმცა გათვალისწინებულია გარკვეული ეტაპობრიობა და მოცვის გაფართოება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა. პირველადი ჯანდაცვა, რომელიც სამიზნე მოსახლეობის საჭიროებებს შეესაბამება, თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.
„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დეტალური სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება ძირეული რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვიზებზე ხელმისაწვდომობას. ეს იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეალური მხარდაჭერა და ფინანსური ბარიერების მოხსნა“- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.
პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა , ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განცხადებით პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.
ვრცლად : http://stratcom.gov.ge/s/90ec8