სპეციალური რეისი უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის

16.03.2020 04:11

საზღვრების ჩაკეტვა არ გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ. თუმცა, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ უცხოური ავია-კომპანიების დიდმა ნაწილმა ფრენები გააუქმა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ კი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღრები დაკეტა. შესაბამისად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.  

პარიზი, ამსტერდამი, ვენა - ეს ის ქალაქებია, საიდანაც გამომგზავრება ჯერ ისევ შესაძლებელია ქართული ავიაკომპანიით. არსებობს კიდევ ერთი ალერნატივა ვარშავას სახით, რადგან პოლონეთი საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სპეც-რეისით გეგმას და ამ რეისით სარგებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებიც ამ მომენტისთვის პოლნეთში იმყოფებიან. 

გიორგი კობერიძე ცდილობს დეტალების დაზუსტებას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო