სტუდენტების გამგზავრება გერმანიაში

25.07.2020 01:05

სტუდენტების ნაწილი, რომელიც პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, უცხოეთში გამგზავრებას ვერ ახერხებდა, ჩარტერული რეისით გერმანიაში წავიდა. სპეციალური ფრენით, რომელიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო, 165-მა სტუდენტმა ისარგებლა. დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: