საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დღეს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. ანალენა ბერბოკი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და ქართველ კოლეგასთან, შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია საოკუპაციო ხაზთან გამგზავრება და საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე, ასევე, რეფორმების გატარების პროცესში. გარდა ამისა, ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება როგორც გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობებს, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას. დაგეგმილ ვიზიტს აფასებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა საქართველოს ევროპული მომავლისათვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ პოლიტიკოსები და აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს. ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს, ოპოზიცია ძირითადად ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე ისაუბრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
Ajara TV
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster