#მოამბე 21 საათზე, 23 მარტი, 2023 #LIVE

23.03.2023 01:01:40

• გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში - სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა საქართველოს, ვიზიტის მნიშვნელობა და თბილისის მოლოდინი • იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა - ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმე და შეფასებები • გაოთხმაგებული ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე - ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების ხელოვნურ გაძვირებაში ამხელს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერი შეთანხმება არსებობდეს • 24-დან 26 მარტის ჩათვლით თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს მესამედ უმასპინძლებს - 419 სპორტსმენი 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ასპარეზობა „თბილისი არენაზე“ და ტურნირის ფინალები პირველი არხის ეთერში ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: