სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას გმობენ და ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და დე ფაქტო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. საქართველოს რეგიონის, ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება, გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გვახსენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის უზენაესობა არ არსებობს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ. მომხდარით შეშფოთებულია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელიც. განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის გამოყენებას საქმის ირგვლივ ინფორმაციის შემდგომი გაცვლისთვის და დიალოგის ხელშეწყობისათვის, - ვკითხულობთ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს
TV 25
ადვოკატების სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს
TV 25
ზუგდიდში ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
Radio Atinati
ექიმების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტისაოკუპაციო აქცია წალენჯიხაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GAU FOR DOCTOR VAZHA
GAU - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნანკა კალატოზიშვილი — სოლიდარობა, თანადგომა და დიდი სიყვარულ...
ჩემი ცხოვრება