პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

10.03.2020 06:57

თბილისის ინფექციურ განყოფილებაში ამ დროისთვის 30 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, მათ შორის არის ის 14 პირი, რომლებსაც ოფიციალურად კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათგან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა შედარებით მძიმე. ამასთან, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დღესვე, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებულად ორი სპეციალური რეისი განხორციელდება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: