ქართული ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

10/15/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგა. ოფიციალური მიღებაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, ქართული წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წამომადგენლემა და სხვა ქართველმა გამომცემლებმა სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობის წევრებს უმასპინძლეს.
წელს ქართულმა პავილიონმა დამთვალიერებლებისა და საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები. ასევე შედგა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგებისა და გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, სტუმრები ლაშა ბუღაძის პიესის „Homo ex machina” თეატრალიზებულ კითხვასაც დაესწრნენ. პიესა სატირული კომედიაა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელი პოლიტიკურ- ეკონომიკური მდგომარეობითაა შთაგონებული.
ქართველი ავტორებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან