საქართველო განახლებული ეროვნული სტენდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წლის, 8-12 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. აღნიშნული ვიზიტი ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური სტუმრობაა მომავალი საპატიო სტუმარი ქვეყნის რანგში (2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი). ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის დეა მეტრეველის ოფიციალური შეხვედრები როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურებთან, ასევე უცხოელ გამოცემლებთან, ლიტერატურის აგენტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მიხეილ გიორგაძე შეხვედრას გამართავს ფრანკფურტის კულტურის სამსახურის უფროსთან ფელიქს ზემელროტთან. ბაზრობის ფარგლებშივე მინისტრი სიტყვით გამოვა საერთაშორისო სამიტზე „გამოწვევები განათლების სფეროსა და კულტურის პოლიტიკის საკითხებში“. 8-9 ოქტომბერს ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია დათო ტურაშვილის რომანის „ჯინსების თაობა“გერმანული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი 2014 წლის სექტემბერში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გერმანული გამომცემლობა Wagenbach Verlag-ის მიერ გამოიცა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის სამინისტროს დელეგაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს დელეგაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს დელეგაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ქართული ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
Mikheil Saakashvili in National Defence Academy of Georgia -...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
#მოამბე 21 საათზე, 12 დეკემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკი...
Parliament of Georgia