საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ფრანკფურტის 2015 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგა. ოფიციალური მიღებაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, ქართული წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წამომადგენლემა და სხვა ქართველმა გამომცემლებმა სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობის წევრებს უმასპინძლეს. წელს ქართულმა პავილიონმა დამთვალიერებლებისა და საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლების დიდი ყურადღება დაიმსახურა. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები. ასევე შედგა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგებისა და გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, სტუმრები ლაშა ბუღაძის პიესის „Homo ex machina” თეატრალიზებულ კითხვასაც დაესწრნენ. პიესა სატირული კომედიაა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელი პოლიტიკურ- ეკონომიკური მდგომარეობითაა შთაგონებული. ქართველი ავტორებისა და, ზოგადად, ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთანაც გამართა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
Business Media Georgia
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
Georgian Publishers and Booksellers Association
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
Business Media Georgia
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
Sulakauri Publishing
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარ...
culturegovge culturegovge