კულტურის სამინისტროს დელეგაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
10/07/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
7 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები.
8 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით ფრანკფურტში მიემგზავრება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2013 წლის, 9-13 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი, განახლებული პროგრამით წარსდგება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით ესტუმრება. მინისტრი შეხვედება ფრანკფურტისა და ლონდონის წიგნის ბაზრობების ხელმძღვანელებს და წიგნის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, საქართველო, წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ოფიციალური შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმატში „ბიზნეს საუზმე\".
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045