ლაიფციგის წიგნის ბაზრობა

02/26/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

2013 წლის 14-17 მარტს ლაიფციგში იმართება წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელზეც საქართველო უკვე მეორედ წარსდგება ეროვნული სტენდით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზებას უწევს ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია''. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ფომრატში ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებები გაიმართება, როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში, სადაც დაგეგმილია 7 ავტორის - ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ბონდო მაცაბერიძე - 7 ლიტერატურული საღამო. მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიაში გამოცემული ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის ,,იაგურის ტექნო\" პრეზენტაცია.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია. წიგნის ბაზრობაზე დაგეგმილია მინისტრისა და ქართული დელაგაციის (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და გ. ლეონიძის სახელობის ლიტ. მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე) ოფიციალური შეხვედრები ლაიფციგის წიგნის ბაზრობის დირექტორთან ოლივერ ცილესთან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე პრეზიდენტთან ტობიას ვოსთან და ცნობილ გერმანელ ლიტერატურის კრიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და გამომცემლებთან.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან