ლაიფციგის წიგნის ბაზრობა

18.03.2013

2013 წლის 14-17 მარტს ლაიფციგში გაიმართა წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელზეც საქართველო უკვე მეორედ წარსდგა ეროვნული სტენდით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზება გაუწია ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ''. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად, შედგა სხვადასხვა ფორმატში ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებები გაიმართა, როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში. ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: