ლაიფციგის წიგნის ბაზრობა

03/12/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე დღეს ღამე გაემგზავრება.
დელეგაციაში კულტურის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, ქართველი მწერლები, ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის'' წევრები შედიან.
14-17 მარტს ლაიფციგში იმართება წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელზეც საქართველო უკვე მეორედ წარსდგება ეროვნული სტენდით.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნულ ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას ორგანიზებას უწევს ,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია''. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ფორმატში ქართველი ავტორების და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებები გაიმართება, როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქ ლაიფციგის ლიტერატურულ სალონებში, სადაც შედგება 7 ავტორის - ზაზა ბურჭულაძე, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ბონდო მაცაბერიძე - 7 ლიტერატურული საღამო. მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გერმანიაში გამოცემული ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის ,,იაგურის ტექნო\" პრეზენტაცია.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან