საქართველოს სტენდი ფრანკფურტში კულტურის მინისტრმა გახსნა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო ფრანკფურტის ფორუმზე ეროვნული სტენდით წარსდგა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილია 23-მდე ქართული გამომცემლობის უახლესი გამოცემები. ფრანკფურტში გაიმართა ბესო ხვედელიძის წიგნის "თაგვის გემო" პრეზენტაცია, გერმანული გამომცემლობა Leipziger Literaturverlag; შედგა ბონდო მაცაბერიძის „თანამედროვე ქართული ზღაპრების" პრეზენტაცია, ხოლო ფორუმ-დიალოგის ფარგლებში შედგა „პოლიფონიური ქართული პროზის" წარდგენა ავტორების ზურაბ ქარუმიძის, კოტე ჯანდიერის, ირაკლი სამსონაძის, თეონა დოლენჯაშვილის, ნატო დავითაშვილის მიერ, მოდერატორი იყო ალექსანდრე კარტოზია. მინისტრი გურამ ოდიშარია შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელებს ტობიას ვოსს და იურგენ ბოსს, ასევე ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორს ჯეკ ტომასს და წიგნის სექტორში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წარმატებით შედგა პრეზენტაციები: გიორგი კეკელიძის, ზვიად რატიანისა და დავით მაღრაძის "ნაბიჯები - ქართული პოეზია საბჭოთა დროიდან დღემდე", სადაც მოდერატორი გიორგი კეკელიძე იყო, ოთარ ყარალაშვილის „უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდა ილუსტრატორებისთვის" - პროექტი „ვირგამი" და გაიმართა მიღება ქართულ სტენდთან- საქართველო - 10 წელზე მეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე; http://www.culture.gov.ge / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს სტენდი ფრანკფურტში კულტურის მინისტრმა გახსნა
culturegovge culturegovge
საქართველოს სტენდი ფრანკფურტში კულტურის მინისტრმა გახსნა
culturegovge culturegovge
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარ...
culturegovge culturegovge
საქართველო 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საქართველო 2015 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
ქართული ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge
საქართველო განახლებული ეროვნული სტენდით ფრანკფურტის წიგნის ბ...
culturegovge culturegovge
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
culturegovge culturegovge