„მრავალფეროვნების სკოლა"


„მრავალფეროვნების სკოლა\", - ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" ორგანიზაცია „ირის ჯგუფის\" წარმომადგენლებმა გამართეს. სკოლა 18- დან 24 წლამდე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უფასოდ, დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტი და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.
აღნიშნულ პროექტს, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რობერტ ბუშის ფონდიც აფინანსებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ასეთი აქტივიზმით, „მრავალფეროვნების სკოლაში\" მონაწილეობის მიღება შეუძლია. პროექტის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ამ სკოლის შესახებ, რომ მოქალაქეებმა, დაინტერესების შემთხვევაში, გაგზავნონ აპლიკაციები და ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1ivYCRE

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან