მებაღეობა-მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


მებაღეობა-მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერი კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლები ამავე კვლევითი ცენტრის თელავის სახელმწიფო უნიერსიტეტისთვის გადაცემას ითხოვენ. ამ მოთხოვნით შესაბამისი წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე გაეგზავნა. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს\" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკო სულხანიშვილმა განუცხადა, მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კვლევითი ინსტიტუტის უნივერსიტეტისთვის გადაცემა წინა ხელისუფლების დროს არ მოხდა. პროფესორი ამბობს, რომ გასულ წლებში მებაღეობა-მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერი კვლევითი ინსტიტუტში ქართული ვაზის უნიკალური 240-მდე ჯიში ინახებოდა, გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტი კვლევითი -სამეცნიერო პროცესების ჩატარებისთვის იდეალური ადგილი იყო.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jq8P2v

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან