ენმ: ბარამიას ქუჩაზე დევნილებს ბინების დაკანონებას პოლიტიკური მიზნების გამო უგვიანებენ

01.08.2017 01:21

ბარამიას ქუჩაზე 144 ოჯახისთვის გადაცემული ბინების დაკანონებას დევნილთა სამინისტრო სპეციალურად აჭიანურებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დამისამართების პროცესის გაჭიანურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. „დღემდე არ არის დაწყებული ამ ადამინების დამისამართება მათი ფაქტობირვი საცხოვრებლის მიხედვით და ისინი სხვადასხვა მისამართებზე არისნ ჩაწერილები. ჩვენი ინფორმაციით, დევნილთა სამინისტრო გუბერნატორისა და „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით შეგნებულად აჭიანურებს ამ პროცესს და 500-მდე დევნილი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება“, - აღნიშნა წითლიძემ. მან სამინისტროს მოუწოდა ამ საკითხზე მუშაობა სასწრაფოდ დაიწყონ, რათა ამომრჩევლებმა ხმის მიცემა საკუთარი ფაქტობრივი მისამართების მიხედვით შეძლონ. თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ 144 ოჯახს ბარამიას ქუჩაზე ბინები უახლოესი ორი თვის განმავლობაში დაუკანონდება. „რეგიონში მუშაობს ერთი ადამიანი, რომელიც დაკანონებაზეა ორიენტირებული და დროის უქონლობისა და ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა ბინების საჯარო რეესტრში დაფიქსირება. რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება პროცესის გაჭიანურება, ეს სრული აბსურდია. მათ შეუძლიათ დამატებითი სიით ისარგებლონ და ეს ხმის მციემის პროცედურას ხელს არ შეუშლის“, - განმარტა ჩილაჩავამ. ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს კატეგორიუად უარყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. „ეს მორიგი სიცრუეა წითლიძის მხრიდან, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანი იმიჯის შელახვას“, - განაცხადეს გუბერნატორის პრესსამსახურში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ენმ: \"ქართული ოცნება\" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს

ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...

Radio Atinati

„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედებას უწოდებს

„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედე...

Radio Atinati

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება | რაზე იმსჯელეს პოლიტსაბჭოზე

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-სა და \"სტრატეგია აღმაშენებლის\" ლიდერები ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდნენ

ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ქუთაისში მოქალაქ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე

ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ
03:53

ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ

Radio Atinati

ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო
01:14

ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო

Radio Atinati

ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასების ზრდას ჰპირდება
01:52

ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასები...

netgazeti ge

ყველა ვიდეო