საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში \"რთველი 2016\"-ის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და რთველის მონიტორინგის შედეგებს გაეცნო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღეისთვის უკვე გადამუშავებულია 68,4 ათასი ტონა ყურძენი, ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების სრულ მზადყოფნას, წლევანდელი რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩასატარებლად. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესის გათვალისწინება. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ რთველი წარმატებით ჩაივლის და არცერთ მევენახეს არ დარჩება ჩაუბარებელი ყურძენი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე, ფიზიკური პირები სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონი – 1 კგ. რქაწითელი - 0,45 ლარი; 1 კგ. კახური მწვანე - 0,45 ლარი; 1 კგ. საფერავი - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონი – მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი.
ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია განახლებული ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-გვერდებზე: www.georgianwine.gov.ge; www.rtveli2016.gov.ge.
საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.
#რთველი2016 #სოფლისმეურნეობა2016