მიხეილ გიორგაძე ბაქოში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ბაქოში გაიმართა. აზერბაიჯანის კონსერვატორიაში გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. მიხეილ გიორგაძე ბაქოში კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პატრონაჟით იმართება. ფორუმის მთავარი თემაა „კულტურა და მდგრადი განვითარება 2015 წლის შემდგომ პერიოდში“. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სტუმრობს. კულტურათაშორისი დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე მინისტერიალსაც დაესწრება, რომელშიც 21-ზე მეტი ქვეყნის კულტურის მინისტრია ჩართული. ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და დიპლომატიური მისიის წევრები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ვიზიტი ბაქოში
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში
culturegovge culturegovge
შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე "ამბასადორიალი 2014" - ზე
culturegovge culturegovge
მიხეილ გიორგაძე ქეთი დოლიძეზე - “ხელმძღვანელობის დაუოკებელი...
POS TV
მიხეილ გიორგაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი /2030 (...
2030 Official
მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება
culturegovge culturegovge