თელავის მერობის ყოფილი კანდიდატი სამოქალაქო სექტორში გადადის
07/14/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
არასაპალამენტო ოპოზიციიდან „კახა კუკავა-ფიქრია ჩიხრაძე\" თელავის მერობის ყოფილი კანდიდატი სამოქალაქო სექტორში გადადის. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს\" გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა, იგი არასამთავრობო ორგანიზაციის „თელაველები ევროპული დემოკრატიისთვის\" ჩამოყალიბებას გეგმავს. მისი თქმით, ორგანიზაცია რეგიონის მასშტაბით იმუშავებს და თვითმმართველობების მონიტორინგთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზე იმუშავებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წესდებას მერობის ყოფილი კანდიდატი საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rm50vP
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1rm50vP