ქვათაცვენა საავტომობილო გზაზე, დამშრალი წყაროები და ბზარები საცხოვრებელ სახლებზე. ახალშენის მცხოვრებლები წიაღისეულის მოსაპოვებლად მიმდინარე აფეთქებითისამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ 10 წლის წინ დაიწყო წიაღისეულის მოპოვება და მას შემდეგ ეტაპობრივად რთულდება ვითარება სოფელში.
ბრალდებებს არ იზიარებს სამუშაოების მწარმოებელი კომპანია და არც #ეკონომიკის_სამინისტრო, ისინი გამორიცხავენ რაიმე ტიპის უარყოფით ზეგავლენას. ხელვაჩაურის მერი კი მოსახლეობის დასახმარებლად მათთან შეხვედრას გეგმავს.