ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამოქალაქო დავის მოსმენა გადაიდო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამოქალაქო დავის მოსმენა გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პაატა სალიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სალიას განცხადებით, მას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და გონივრული ვადა მოითხოვა მის გასაცნობად. დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დადებული დასკვნა საქმეს სასამართლოს მეგობრის სტატუსით დაერთოს. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დასკვნა ადასტურებს იმ გარემოებას, რომელზეც დავა მიმდინარეობს. საქმე ეხება „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიან წილს, რომლის დაბრუნებასაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„რუსთავი 2“-ის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნოდარ მელაძის გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster