ნოდარ მელაძის გამოკითხვა პროკურატურაში
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოძიებამ არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გამოკითხა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს და შესაბამისად, ვერ ისაუბრებს, თუ რა ჩვენება მისცა გამოძიებას, თუმცა, მისი შეფასებით, არხის ყოფილი თანამშრომლების გამოკითხვების მიზანი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის დაკავებაა. ასევე, მელაძე ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარება მის ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირდება. ნოდარ მელაძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ჟურნალისტების ნაწილი და ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე - გამოკითხვა სასამართლო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნოდარ მელაძის გამოკითხვა სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
‼ კობახიძე პრეზიდენტად - ორბელიანის სასახლე ოლიგარქის ყველაზ...
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati
საუკუნის აფიორა საქართველოში
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati
ღარიბაშვილი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით...
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati
‼ სადამდე მივედით - პოლიცია კრიმინალურ გარჩევებს აორგანიზებს
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati
‼ ჯოჯოხეთის გზაზე ქართველები უწყლობით დაიხოცნენ
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati