ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე - გამოკითხვა სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გამოკითხვის დაწყებამდე მელაძემ განაცხადა, პროკურატურა დაინტერესებულია აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყაროზე გასვლით და არა აუდიოჩანაწერში არსებული სავარაუდო დანაშაულის ძიებით. ნოდარ მელაძის თქმით, სწორედ ეს იკვეთება განჩინებიდან, რომელიც „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქმის პროკურორის თქმით კი, პროკურატურა ითხოვს აუდიოჩანაწერს და განჩინებაში სწორედ ეს იგულისხმებოდა. ელექტრონული მატარებლის შესახებ განჩინებაში ჩანაწერი სწორედ იქიდან გამომდინარე იყო, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ჩანდა ელექტრონული მატარებელი და კონვერტი, რომლითაც ჟურნალისტმა აუდიო ჩანაწერები მიიღო. ამასთან, პროკურორის თქმით, „ტვ პირველში“ გამომძიებლები იძულებით შესვლას არ აპირებენ. როგორც ცნობილია, ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრები ისმის, „ტვ პირველში“ გასული სიუჟეტის ავტორი, მაკა ჩიხლაძეც გამოიკითხება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე - შეხვედრა ადამიანის უფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ომეგა ჯგუფის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკოსები ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმაურებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული ჩანაწერების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული ჩანაწერების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული ჩანაწერების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster