გამოკითხვა შსს-ში
სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შსს-ში ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მელაძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა, აპირებენ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიიღეს. ადვოკატის განცხადებით, ისინი გაეცნობიან რა სახის საფრთხეებზეა საუბარი, ასევე მოხდა თუ არა ლევან მამალაძის გამოკითხვა. ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ლევან მამალაძემ „ფეისბუქში“ გაავრცელა მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით და ამ გეგმის მიხედვით სააკაშვილი ესაუბრება ზურაბ ადეიშვილს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავდა. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო ძიება სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოკითხვა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შაქარაშვილის საქმე - გამოკითხვა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შაქარაშვილის საქმე - გამოკითხვა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა სარალიძის გამოკითხვა შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 9 საათზე, 8 ივნისი, 2018 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ში მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ში არასრულწლოვნების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ში არასრულწლოვნების საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა დასრულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster