ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო იხილავს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებს. ორივე მხარე დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 16 მაისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი, გაამართლა. პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი, ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედებოდა ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებაში ედებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
Formula News
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი | რა ხდებოდა პოლიტიკური სხ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მთავარის საგანგებო ეთერი | ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
რატომ შეიცვალა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის თარიღი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური გაკვეთილები ნიკა გვარამიასგან
TV IMEDI