სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი არ მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა. მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავის 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, - წერს გვარამია. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა. გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის განხილვაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის განხილვაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის უარი ნიკა გვარამიას
TV IMEDI
სააკაშვილმა სტრასბურგში სასამართლო დავა წააგო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას სამართლებრივი დავა - შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის მიღებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ - გვარამიას საგანგებო ბრიფინგი ს...
Tv Kavkasia