სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის განხილვაზე
უარი ნიკა გვარამიას. ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაცია პოლიტიკაში დაბრუნებულმა გვარამიამ თავად გაავრცელა. „მთავარის“ დამფუძნებელი 2022 წელს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეპიზოდში დამნაშავეს სცნეს და საპატიმრო სასჯელი მიუსაჯეს. ერთი წლის და ერთი თვის თავზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის განცხადებაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართ პრეტენზიის და უკმაყოფილების ტონიც იკითხება. საქართველოდან გაგზავნილი კიდევ ერთი საჩივრის მიღებაზე უარი „ქართული ოცნებისთვის“ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის მორიგი მაგალითი და ოპოზიციის მიერ ინიცირებული ე.წ. ვეტინგის საწინააღმდეგო დამატებითი არგუმენტია. გვარამიას საქმის გარდა ე.წ. ვეტინგის სადავო მოდელის თემა დღეს ევროკავშირის ელჩის განცხადებამაც გაააქტიურა. ვნებათაღელვა არ ცხრება მოსამართლეებს შორისაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის განხილვაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს უარი გვარამიას სარჩელის მიღებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის უარი ნიკა გვარამიას
TV IMEDI
სააკაშვილმა სტრასბურგში სასამართლო დავა წააგო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს უარი ნიკა გვარამიას
TV IMEDI
საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება
TV IMEDI
სტრაბსურგის უარი ნიკა გვარამიას და ქართველი მოსამართლის ლაშა...
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 27 მარტი, 2024 წელი
TV IMEDI