ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

06/25/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მიმდინარეობს, დევნილების ის ნაწილი მივიდა, რომელმაც წელს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ვერ მიიღო. ისინი მოითხოვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდნენ წელს ბინის მიმღებთა სიაში. აფხაზეთიდან დევნილ თეონა ქარდავა, რომელიც სოფელ კახათში, ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. ამის დასადასტურებლად, მან ქილა მოიტანა, რომელშიც ხვლიკი იყო ჩასმული.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან