30%-ით მეტი დაფინანსება წინასაარჩევნოდ პარტიებს, რომელთა სიის ყოველ ათეულში 3 ან მეტი განსხვავებული სქესის ადამიანი მოხვდება. ინიციატივა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო, პარლამენტში მისი განხილვა უკვე მიმდინარეობს.
პროექტის პარლამენტში გატანაზე, ინციატორებთან ერთად, თამაზ კრავეიშვილიც მუშაობდა. ის მიიჩნევს, რომ ინიციატივა, შარშანდელთან შედარებით, პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტ წახალისებას მისცემს. მისი თქმით, პირობის შესრულების შემთხვევაში, პარტია სახელმწიფოსგან, დაახლოებით, 100 ათასი ლარით მეტს მიიღებს.
პარტია „ახალი მემარჯვენეები\" ერთ-ერთი იყო იმ ორიდან, რომელმაც შარშან, საარჩვევნო კანონში შეტანილი ცვლილებები გაითვალისწინა. მანანა ნაჭყებიას თქმით, ფინანსური სტიმულირება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისივე განმარტებით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისათვის, შესაბამისი გარემოს შექმნა აუცილებელია.
უპრეცედენტოდ წინგადადგმული ნაბიჯი, - ასე უწოდებს ინიციატივას რუსუდან კერვალიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ, პარტიათა შიდადემოკრატიული პროცესები გამჭვირვალე გახდება.
კერვალიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება თამარ აბრამიშვილი. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ცვლილებები საარჩევნო კანონში, მხოლოდ დეკლარაციის სახეს მიიღებს. მისი თქმით, აღნიშნული ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის საჩვენებლად სჭირდება.
საარჩევნო კანონის აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა. მისი მეორე მოსმენა 25 ივლისსაა ჩანიშნული. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში გენდერული კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე. აღნიშნული ნაბიჯი უფრო ქმედითი იქნება.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/