დმიტრო კულებას და ენტონი ბლინკენის შეხვედრა
03/06/2022
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შედგა ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას შეხვედრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მიმართ აშშ-ის პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს „კარგი მეგობარი“ უწოდა. ბლინკენმა აქვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. „ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრის, მისი მთელი მთავრობის, პრეზიდენტ ზელენსკის გამო, მათი გამბედაობის გამო, რასაც ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ, რასაც ისინი აჩვენებენ მთელ მსოფლიოს და ეს შთამაგონებელია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ენტონი ბლინკენთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს „უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებისთვის“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.