დმიტრო კულებას და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

05.03.2022 02:47

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ომამდე უკრაინელი ხალხი ნატო-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. „შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ნატო კი ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ეს არის „სისუსტე, რომლისთვისაც ალიანსი გადაიხდის“. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს თანამშრომლობას ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან. „ჩვენ კვლავ ძლიერები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ დონეზე პარტნიორებთან, რათა მათგან მივიღოთ თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმაც. „ალიანსის ქვეყნების ყველა სადაზვერვო უწყებამ კარგად იცის მტრის გეგმები. ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება - თქვენ გამო დაიღუპება. – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო