დმიტრო კულებას და ენტონი ბლინკენის შეხვედრა

06.03.2022 00:54

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შედგა ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას შეხვედრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მიმართ აშშ-ის პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს „კარგი მეგობარი“ უწოდა. ბლინკენმა აქვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას. „ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერის საოცარ ზრდას მთელ მსოფლიოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრის, მისი მთელი მთავრობის, პრეზიდენტ ზელენსკის გამო, მათი გამბედაობის გამო, რასაც ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ, რასაც ისინი აჩვენებენ მთელ მსოფლიოს და ეს შთამაგონებელია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ ენტონი ბლინკენთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს „უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებისთვის“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას შეხვედრა
00:58

ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას შეხვედრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა
06:27

ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა
00:34

დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში იმყოფებოდნენ
02:00

აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში იმყოფებოდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს ესაუბრა
00:40

დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს ესაუბრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დმიტრო კულებას და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
02:47

დმიტრო კულებას და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით ზალკალიანსა და დმიტრო კულებას შორის დიალოგი შედგა
05:37

დავით ზალკალიანსა და დმიტრო კულებას შორის დიალოგი შედგა

TV IMEDI

უკრაინა-რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა
08:58

უკრაინა-რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო