სააღდგომო პასკა /კულიჩი | თამთა კიკალეიშვილი / ლუკა ნაჭყებია

04/20/2021
Taste Corporation-ის მიერ

ბევრ კულინარს, სააღდგომო კულიჩის მომზადების თავისი რეცეპტი აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ასე აღმოჩნდა ჩვენს ხელში თამთას ბებიის კულიჩის მასტერკლასი, რომელსაც შეფ ლუკამ (დიახ, თავისი ნებით!) დაუთმო სამზარეულო და მთლიანი ასპარეზი.

გამოგვყევი:
instagram:   / chef.cave  
facebook:   / chef.cave  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​

#აღდგომა​​​ #პასკა #რეცეპტი​​​ #კულიჩი​​ #ლუკა #თამთა​​​ #შეფქეივი​​

---------------------------------------------------------------

სააღდგომო კულიჩი

• 1500 ფქვილი
• 4 ს.კ საფუარი
• 8 ცალი კვერცხი
• ვანილი - 1 ჩ კოვზი
• კარდამონი - 1 ჩ. კოვზი
• დარიჩინი - 1 ჩ კოვზი
• ჯავზი - ½ ჩ კოვზი
• ზაფრანი - 1 მგ
• მიხაკი - 1 ჩ კოვზი
• კარაქი - 400 გრ რბილი
• რძე- 500 მლ თბილი
• მარილი - 1/2 ჩ კოვზი
• შაქარი - 580 გრ
• ბრენდი - 150

მომზადების წესი :

კულიჩის მომზადების ეს რეცეპტი, თავად ხელოვნების ნიმუში და მასტერკლასია.
მოდით, მივყვეთ ეტაპობრივად.

პირველ რიგში, ბრენდიში დავალბოთ სუნელები, რაც კი გვაქვს.

ცალკე გავააქტიუროთ საფუარი : თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, ცოტა შაქართან ერთად და ასევე შევურიოთ 250 გრ ფქვილი. კარგად ამოვურიოთ და დავტოვოთ 20 წუთი. ხოლო, როცა ამოფუვდება - ესე იგი მზადაა.
ცალკე მოვამზადოთ კვერცხისა და შაქრის მასა. კარგად გავთქვლიფოთ გოგლი-მოგლივით. დავუმატოთ ჩალბობილი სუნელები ,დარჩენილი ფქვილი , ამოსული საფუარის მასა , დარბილებული კარაქი და მარილი . კარგად მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ თბილ ადგილას, 40 წუთით. როცა ამოვა ცომი, ცოტა კიდევ გადავზილოთ და ისევ დავტოვოთ თბილ ადგილას, 3-4 საათით.

დრო რომ გავა, უკვე გადავზილოთ ქიშმიშთან ერთად და დავანაწევროთ გუნდებად. თქვენი სურვილით 1 კგ ან 500 ... მთავარია გამოსაცხობი ფორმა იყოს ნახევარზე ოდნავ ნაკლებით სავსე, რათა ადგილი იყოს ცომის ამოსასვლელად.

უკვე გადატანილი ცომი გამოსაცხობ ფორმებში ისევ დავტოვოთ მინიმუმ 2 საათით თბილ ადგილას, რათა კიდევ ამოვიდეს .

ბოლოს კი, უკვე ვაცხობთ 160 გრადუსზე 50 წუთით.
Enjoy, you deserve it !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან