მინისტრის მოადგილე: ტყაიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება

16.06.2017 01:58

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ტყაიაში, ენგურის სანაპირო დაათვალიერა, სადაც წუხელ მდინარის კალაპოტის გარღვევის საშიშროება იდგა. გულედანის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი უკვე არსებობს და მისი განხორციელება მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყება."ამჟამად, აქ მდგომარეობა სტაბილურია... მაგრამ, მაქსიმალურად რომ დავიზღვიოთ თავი, ტერიტორიას სპეციალისტები დაათვალიერებენ და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა კახა გულედანმა.ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული საშიშროება წუხელ სოფელ ტყაიაში შექმნა. ამინდის გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მიმდებარე სოფლების ნაწილი დაეტბორა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ადიდებული მდინარე ასობით სახლ - კარს წალეკავდა, რასაც შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა, მოსახლეობასთან ერთად, ნაპირის ხეებით ჩახერგვა და ნაპირის დროებით გამაგრება მოახერხეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
00:39

მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია მეგზევეებს პროფესიულ დღეს ულ...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ
00:53

მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ

Radio Atinati

მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი \"მოამბის\" პირდაპირ ეთერში 1
04:10

მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი "მოამბის" პირდაპირ ეთერ...

culturegovge culturegovge

მინისტრის მოადგილე ავტობანის მშენებლობის გაგრძელებაზე
01:01

მინისტრის მოადგილე ავტობანის მშენებლობის გაგრძელებაზე

info rustavi

მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის საბჭოს წევრებს შეხვდა
00:26

მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მინისტრის მოადგილე სოკოს საწარმოზე და უსიამოვნო სუნზე
01:35

მინისტრის მოადგილე სოკოს საწარმოზე და უსიამოვნო სუნზე

info rustavi

მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდეო
02:35

მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდე...

Radio Atinati

მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებების და პროგრამების შესახებ
28:40

მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებების და პროგ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო