მინისტრის მოადგილე: ტყაიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს დროში დაიწყება
06/16/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ტყაიაში, ენგურის სანაპირო დაათვალიერა, სადაც წუხელ მდინარის კალაპოტის გარღვევის საშიშროება იდგა. გულედანის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი უკვე არსებობს და მისი განხორციელება მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყება.\"ამჟამად, აქ მდგომარეობა სტაბილურია... მაგრამ, მაქსიმალურად რომ დავიზღვიოთ თავი, ტერიტორიას სპეციალისტები დაათვალიერებენ და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას\", - აღნიშნა კახა გულედანმა.ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ენგურმა განსაკუთრებული საშიშროება წუხელ სოფელ ტყაიაში შექმნა. ამინდის გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო, რომ მდინარეს კალაპოტი გაერღვია და მიმდებარე სოფლების ნაწილი დაეტბორა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფაქტის დადგომის შემთხვევაში, ადიდებული მდინარე ასობით სახლ - კარს წალეკავდა, რასაც შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა. მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურმა, მოსახლეობასთან ერთად, ნაპირის ხეებით ჩახერგვა და ნაპირის დროებით გამაგრება მოახერხეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/