Fest i Nova 2015 G-15
16 სექტემბერს, არტ-ვილა გარიყულაში ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალთან - ფესტინოვა G-15-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ყარამან ქუთათელაძე, არტ-ვილა გარიყულას პროექტების ხელმძღვანელი მაია ჩიკვაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ მარგველაშვილი და ფესტივალში მონაწილე ხელოვანები გაუძღვნენ. წლევანდელი ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრის - არტ ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო ფესტივალის თემაა G-15 - გადატვირთვის ფიზიკური ფენომენის მეტაფორა, რომელიც არტ-ვილას განვლილ ისტორიას ასახავს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები გააერთიანა: აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი. სამოცდაათკაციანი საერთაშორისო არტისტული კომუნა, უკვე თვეზე მეტია, ფესტივალისთვის ემზადება და არტ-ვილა გარიყულაში, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატში ქმნის ნამუშევრებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
''ტრაექტორია" - თუთუ კილაძის პერსონალური გამოფენა
Artareatv
Fest I Nova 2014 "Opus Mixtum"
culturegovge culturegovge
Fest I Nova 2014 "Opus Mixtum"
culturegovge culturegovge
Fest I Nova 2016 - მომავალი მეხსიერება
კომუნიკატორი / C სტუდია
დღეს Fest i Nova 2013 გაიხსნება
culturegovge culturegovge
#ახალიდღე #FEST I NOVA-ს 10 წლის იუბილე და ცნობილი ფრანგი ხე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფესტინოვა 2014 გაიხსნა
culturegovge culturegovge
ფესტინოვა 2018
ინდიგო | INDIGO MAGAZINE