Fest I Nova 2014 "Opus Mixtum"
ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს Fest I Nova 2014-ს გახსნის. ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ ორგანიზებით ეწყობა. წლევანდელი, მე- 6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045