Fest I Nova 2014 "Opus Mixtum"
14 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2014-ს გახსნა. ფესტივალს ასევე დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი. Fest I Nova კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ ორგანიზებით მოეწყო. წლევანდელი, მე- 6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045