მინანქარი - შოკოლადი , ვერ გაარჩევთ გამღვალი შოკოლადისგან.საუკეთესო მინანქრის რეცეპტი.

06/18/2021
Shinauruli -homemade easy recipes-ის მიერ

შოკოლადის მინანქრის
უტყუარი რეცეპტი

მინანქარი, რომელიც არ იწებება და სარკისებრი გამოდის. მას გამდნარი შოკოლადის მინანქრისგან ვერ განასხვავებთ. მომზადება მარტივია და შედეგი ყოველთვის საუკეთესო.

▶️ ვიდეორეცეპტი-    • მინანქარი - შოკოლადი , ვერ გაარჩევთ გ...  

ინგრედიენტები
🍫6ს.კ.კაკაო
🍫6ს.კ.შაქარი
🍫12 ს.კ.რძე ან ნაღები
🍫100 გრ. კარაქი

( შეგიძლიათ ნახევარი მოამზადოთ, 21 სმ. დიაგონალის ტორტს ან ნამცხვარს ნახევარიც ყოფნის)

მომზადება:
6ს.კ. კაკაო ( როსსიას ვიყენებ) , 6 ს.კ.შაქარი, 12 ს.კ. რძე ან ნაღები. პროპორციები ადვილი დასამახსოვრებელია.
ყველაფერი მოვათავსოთ ქვაბში, მუდმივი მორევით და დაბალ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე.
წამოდუღდება თუ არა , გადმოვდგათ და 100 გრ. დაჭრილი ცივი კარაქი დავამატოთ. მუდმივი მორევით კარაქი გავხსნათ მასაში.
მინანქარი მზადაა, რომელიც ტორტზე ან ნამცხვარზე იდეალურად ნაწილდება, შემდეგ კი არც იწებება, ზედაპირი კი სარკისებრია.
ტორტის და ნამცხვრების მოყვარულებს აუცილებლად გამოგადგებათ ეს რეცეპტი .
ჩემ ჩიტის რძეზე იდეალურად დაჯდა და ტორტი უფრო მადისაღმძვრელი გახადა.

🧑‍🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ფეის-გვერდი:https://www.facebook.com/shin2975

 ინსტაგრამ- გვერდი: https://instagram.com/shinauruli_home...

იუთუბი არხი:    / @shinauruli

ვიდეოები „Shinauruli -homemade easy recipes"-ისგან