ხანძრის კერები თურქეთსა და საბერძნეთში

31.07.2021 03:52

თურქეთში მასშტაბური ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის ჩაქრობას ორი მეხანძრე ემსხვერპლა. ხანძრის ასამდე კერიდან, უმეტესობა კონტროლირებადია, თუმცა, ვითარება ზოგიერთ პროვინციაში კვლავ რთული რჩება. ძლიერი სიცხის გამო, ტყის ხანძრების საფრთხე არსებობს საბერძნეთშიც, სადაც სახანძრო და სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ცეცხლი მძვინვარებს იტალიის უმსხვილეს კუნძულ სიცილიაზე.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: