ხანძრის კერები საქართველოში

05.01.2021

მეხანძრეებმა ერთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 100 კერა ჩააქრეს.  პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით არის ჩართული. ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან ახლოს დაკვამლიანების რამდენიმე კერა ამ დრომდე რჩება. ქრობის პროცესს ართულებს ქარი. ადგილზე მობილიზებულია 115 მეხანძრე-მაშველი.

სამეგრელოში კი ხანძრის სამ აქტიურ კერაზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაობი. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხანძარია ასევე მარტვილშიც, სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰა ფართობი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania