ხანძრის კერები
ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარი ექვს ლოკაციაზე ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აქტიური კერების მონიტორინგს აწარმოებდა. სწორედ ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. ადგილზე სალოკალიზაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია. ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. რკონის ხეობაში, რთულ მონაკვეთებთან, მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. ამასთან, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძრის კერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები ქვეყნის მასშტაბით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები ოკუპირებულ აფხაზეთში
TV IMEDI
ხანძრის კერები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster