ტყის ხანძრებს თურქეთში უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან
თურქეთის 26 პროვინციაში, ხანძრის 85 კერიდან 74 კონტროლის ქვეშაა. ამის შესახებ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრმა განაცხადა. ცეცხლის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა. ტყის ხანძრებს თურქეთის სამხრეთ ნაწილში უკვე ოთხი დღეა ებრძვიან. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. ევაკუირებულია სოფლები. ცეცხლი საფრთხეს უქმნის კურორტებს. თურქეთის პრეზიდენტი ხანძრის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობა. „სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ექსპერტების აზრით თურქეთში სტიქიური უბედურების მთავარი მიზეზ...
Euronews Georgia
მაღალი ტემპერატურა და მასშტაბური ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის რესპუბლიკა უკვე მეცხრე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვის
Euronews Georgia
თურქეთში ტყის ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან
Euronews Georgia
ხანძარი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძრები თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები თურქეთსა და საბერძნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძარი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster