ქართული კულტურა ლონდონში
6-11 მაისს, შექსპირის თეატრში „გლობუსი" კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 6-ჯერ წარმოადგენს სპექტაკლს „როგორც გენებოთ." ლონდონში ქართული კულტურული პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობითა და ორგანიზებით ლონდონში, „vinopolis"-ის დარბაზში გაიხსნება გამოფენა „შექსპირი და საქართველო". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული სცენოგრაფია შექსპირის თემაზე. გამოფენის პარალელურად რამდენიმე მომხსენებელი, მათ შორის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია საზოგადოებას წარუდგენენ მოხსენებას თემაზე „შექსპირი ქართულ თეატრში" და შექსპირი ქართულ მხატვრობაში". ამავე დარბაზში შედგება ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ანსამბლ „ურმულის" კონცერტი. მოწვეული სტუმრები ასევე დაესწრებიან ქართული ღვინის დეგუსტაციას. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ქართული სახლი ლონდონში
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული მ...
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონში ქართული კვირეული გ...
culturegovge culturegovge
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და ქართული კულტურული პროგრამა ინგ...
culturegovge culturegovge
არტ-ფეშენი-რეკონსტრუქცია 2-აკადემიის ლაბირინთებში-პრეზენტაცი...
culturegovge culturegovge
არტ-ფეშენი - რეკონსტრუქცია 2 - აკადემიის ლაბირინთებში
culturegovge culturegovge