რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და ქართული კულტურული პროგრამა ინგლისში

10.09.2015 03:06

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული რაგბის გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით 17-19 სექტემბერს ლონდონში, ჰიბერნია უორფზე ქართული კულტურული პროგრამა გაიმართება. კონცერტს გამართავენ ქათული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“. ასევე, გაიმართება ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების -„ქართული სუვენირების“ გამოფენა; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინოც და სამზარეულო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: